ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-26

სასტიპენდიო განაცხადი დოქტორანტებისა და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის!

ავსტრიის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული APPEAR - ის პროექტის „ტურიზმის მდგრადი განვითარება კავკასიაში: თანამშრომლობა რეგიონულ ტრანსდისციპლინურ კვლევაში“ ფარგლებში,  ცხადდება მიღება  1 კურსის დოქტორანტებისათვის და დოქტორანტობის კანდიდატებისათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  გეოგრაფიის დეპარტამენტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ტურიზმის დეპარტამენტის მონაწილეობით.

შერჩეული კანდიდატი ჩაირიცხება და სწავლას გააგრძელებს ინგლისურენოვან პროგრამაში ტურიზმის სპეციალობით, ავსტრიაში, ვენაში - ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ უნივერსიტეტში (BOKU ILEN) და პროექტის ფარგლებში მიიღებს სწავლის სრულ დაფინანსებას.
 
თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტურიზმის დეპარტამენტის,  და გეოგრაფიის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის დოქტორანტ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს. საკონკურსო პირობები ვრცელდება მდედრობითი სქესის კონკურსანტებზე.

სააპლიკაციო ფორმა და სრული ინფორმაცია იხილეთ  დანართში

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 იანვარი, 2017 წელი, 24:00 საათი.

განაცხადი უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mariana.unapkoshvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე