ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-05-11

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლისაბონის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლისაბონის უნივერსიტეტში (პორტუგალია)

განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.

ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი: დანართი 1

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან პორტუგალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ინგლისური ან პორტუგალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ-ს მიერ 2016/2017 სასწავლო წელს ორგანიზებული სამი ინსტიტუციური ტესტირებიდან ერთერთის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან საერთაშორისო სერთიფიკატი - მინიმუმ B2 დონე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (ინგლისურენოვანმა სტუდენტებმა შეამოწმეთ დანართი 1, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. პორტუგალიურენოვანმა სტუდენტებმა შეამოწმეთ ლისაბონის უნივერსიტეტის School of Arts and Humanities-ის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 2
პასპორტის ასლი

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 2 ივნისის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

მობილობის პერიოდი:
2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შენიშვნა:
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე