ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-06

თეორიულ ფიზიკაში რეგიონული საგანმანათლებლო ქსელის V საერთაშორისო კონფერენცია და სკოლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბონისა და ზიგენის უნივერსიტეტები, ასევე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თეორიულ ფიზიკაში რეგიონულ საგანმანათლებლო ქსელში არიან გაერთიანებულნი (ფოლკსვაგენის საქველმოქმედო ფონდის გრანტი #Az 86 260), 25-30 სექტემბერს თბილისში ჩაატარებენ მე-5 ყოველწლიურ საერთაშორისო სკოლასა და კონფერენციას „ფიზიკა სტანდარტულ მოდელში და მის მიღმა“. ღონისძიება ტარდება „მეცნიერებისა და ინიოვაციების 2017 წლის თბილისის ფესტივალის“ ფარგლებში. 25-27 სექტემბერს თსუ-ში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია (გახსნის ცერემონია შედგება 10:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 06 ოთახში), ხოლო 28-30 სექტემბერს თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში ( 09:30 საათზე, ოთახი 3) რეგიონის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი) დოქტორანტებისა და მაგისტრებისათვის საშემოდგომო სკოლის ფარგლებში, სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ დარგის მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, მათ შორის, გია დვალი (მაქს პლანკის ინსტიტუტი) და არჩილ კობახიძე (სიდნეის უნივერსიტეტი).

კონფერენციის ძირითადი თემატიკა იქნება:
•არომატის სიმეტრიები
•კვარკების არომატის ფიზიკა და ქვანტური ქრომოდინამიკა (მესერზე და მესრის გარეშე)
•B-მეზონების დაშლები და ფიზიკა სტანდარტული მოდელის მიღმა
•ელემენტარული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის ძიება
•გრავიტაციისა და კოსმოლოგიის რჩეული საკითხები

დაწვრილებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე



Print

« იხ. ყველა სიახლე