ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-05

თსუ პორტუგალიური ენის ცენტრის მიერ ორგანიზებული მასტერკლასები

თსუ-ში არსებული პორტუგალიური ენის ცენტრის ორგანიზებით, 5-6 მაისს, გაიმართება მასტერკლასები თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელსაც გაუძღვებიან დანიელა ტომაჟი [Daniela Tomaz], ფრანსუა დიდიე [Didier François] და ფოლკლორული ანსამბლი “მედ” [Ensemble Med].

მასტერკლასი გათვლილია კონსერვატორიის სტუდენტებისთვის. დაინტერესების შემთხვევაში მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს. დასწრება თავისუფალია.

5 მაისი, 15:00 საათი
“პორტუგალიური პოლიფონიის ფესვები”.
მასტერკლასის მიზანია საერთო იპოვოს პორტუგალიურ და ქართულ პოლიფონიას შორის, მისი როგორც წერილობითი, ასევე ხმოვანი ფორმების მაგალითზე.

6 მაისი, 18:00 საათი
“ადრეული და მსოფლიო მუსიკის სიმბიოზის იმპროვიზაცია.”
მასტერკლასი/შეხვედრა ეთნო ჯაზ დეპარტამენტის სტუდენტებთან, რომლებიც შეასრულებენ იმპროვიზაციას შუასაუკნეების იბერიული მუსიკის წერილობით წყაროებზე. მასალა დამუშავებულია ფოლკლორული ანსამბლის “მედ”-ის მიერ.

ზემოთ ჩამოთვლილი მასტერკლასები არის პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული კულტურულ ღონისძიებათა ნაწილი

ორგანიზატორები:
- კამოეში - თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტი, (კამოეშის ინსტიტუტი ), პორტუგალია
- ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტის მხარდამჭერები:
- ლაგოსის მუსიკის აკადემია, პორტუგალია
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
http://www.conservatoire.edu.ge/

Print

« იხ. ყველა სიახლე