ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-24

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სემინარი

27-28 ნოემბერს, 10:00-16:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სემინარს. სემინარი ორგანიზებულია თსუ-ს შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ და ტარდება ვიშეგრადის საერთაშრისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „შშმ პირთა დასაქმება საქართველოში - უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის რეპსუბლიკის გამოცდილების გათვალისწინებით“.

პროექტის მიზანია შეისწავლოს საქართველოში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის ეფექტური გზები. ძირითადი აქცენტი კეთდება ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების გამოცდილების შესწავლაზე. პროექტის ფარგლებში შესწავლილია ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების - პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილება. პროექტის პარტნიორები არიან: ვარშავის უნივერსიტეტი, ჩეხეთის ფანდრაიზინგის ცენტრი და ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი.

ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მკვლევრები პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.

მისამართი: თსუ, I კორპუსი, აუდიტორია #107
Print

« იხ. ყველა სიახლე