ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-05

ალექსანდრე ჯავახიშვილის - 140 წლის იუბილე

22-25 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაიმართება.

ღონისძიებები თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ეგიდით ტარდება.

ღონისძიებას თსუ რექტორი ვლადიმერ პაპავა, პრორექტორი იოსებ სალუქვაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, ვახუშტი ბაგრატიონის  გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა ბოლაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით კერესელიძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.

დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
22.X¬. 10:00. საერთაშორისო კონფერენციის გახსნა, პლენარული სხდომა (თსუ, აუდ.115 I);
22-23.X¬. 10:00-18:00. საერთაშორისო კონფერენციის სექციური სხდომები
(თსუ, აუდ.: 06I, 115I, 135II, 171II,344II და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება);
23.X.15:00. საიუბილეო საღამო (თსუ სააქტო დარბაზი);
23.X. 14:00. გამოფენა (თსუ საგამოფენო დარბაზი);
24.X. 10:00. ვიზიტი მეცნიერის სახლ–მუზეუმში (სოფელი ძევერა);
25.X. 11:00. ნორჩ გეოგრაფთა სკოლის კონფერენცია (საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება)



Print

« იხ. ყველა სიახლე