ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-02-25

"სახალისო ლექციები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში"

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ არის რამდენიმე თავისუფალი ადგილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის და "საბავშვო უნივერსიტეტის" მიერ ორგანიზებული "სახალისო ლექციები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში" მონაწილეობის მისაღებად.

ჯერ კიდევ დაუკავებელია შემდეგი თარიღები:
13 მარტი
27 აპრილი
3 აპრილი
17 აპრილი
24 აპრილი

ლექციები გაიმართება თსუ 11-ე კორპუსის 010 აუდიტორიაში, 2015 წლის 6 მარტიდან ყოველ პარასკევს 17:00 -18:00 საათზე.

ჩვენ კვლავაც მოგიწოდებთ აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა  უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების საზოგადოებისათვის წარმოჩენაში და ახალგაზრდა თაობის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებაში!

გთხოვთ თქვენი მონაწილეობა დააფიქსიროთ სახელის და გვარის, აკადემიური თანამდებობის, ლექციის სახელწოდების და თარიღის მითითებით ამა წლის 2 მარტამდე შემდეგ ლინკზე:  

http://doodle.com/zctmaznzgbtm8k3v


Print

« იხ. ყველა სიახლე