ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-20

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გაიმარჯვა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ჩაატარეს სტუდენტთა ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. შეჯიბრის დასკვნითი ტური ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფილიალში 2014 წლის 16-18 მაისს გაიმართა.
 
შესარჩევ ტურში ხუთი უნივერსიტეტის თორმეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში გავიდა ოთხი უნივერსიტეტის  (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი) ექვსი გუნდი.
 
ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართლის დოქტორი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, გამოავლინა გამარჯვებული - თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის გუნდი (ანა ოსაძე, ნათია პერტაია და ონისიმე ცხომელიძე)   და საუკეთესო სპიკერი თსუ სტუდენტი ონისიმე ცხომელიძე.

გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები და დაჯილდოვდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ლიტერატურით.
 
ღონისძიების იუსტიციის სასწავლო ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო დეპარტამენტისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
Print

« იხ. ყველა სიახლე