ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-13

ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

2014 წლის 14 აპრილს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები:
1. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ქართული ენა - ისტორია და თანამედროვეობა". ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ 2014 წლის 4 აპრილის ჩათვლით წარმოადგინონ მოხსენებათა სათაურები.
2. სტუდენტური კონკურსი - საუკეთესო ესე თემაზე: "ქართული ენა და კულტურა." ესეების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 4 აპრილი.

საკონტაქტო პირი: სოფია შამუგია
                                ტელ.: 557 26 84 26
                                 ელ.ფოსტა: sopia.shamugia@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე