ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-12

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლა „მე და საზოგადოება“

8 – 12 იანვარს, 11.00   –  14.00  საათზე, გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლა „მე და საზოგადოება“
 
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საზამთრო სკოლა ორგანიზებულია თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტისა და აბიტურიენტთა სამსახურის მიერ.

ხელმძღვანელები და პასუხისმგებელი პირები:
სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9, -10, -11 კლასების მოსწავლეებს. შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული 

მოსწავლეები მოისმენენ ლექციებს თემებზე:
 
•   ადამიანის სამი ფუნდამენტური უფლება;
•   ინდივიდის მოქმედების ფსიქოლოგიური ასპექტები;
•   მოზარდი და საზოგადოება;
•   მოზარდი და სამართალი;
•   მე, მოქალაქე - ჩართულობა სამოქალაქო აქტივიზმში.

ლექციები ილუსტრირებული იქნება პრეზენტაციებით, ფილმებით მოცემულ თემაზე.

ყოველი ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია მოცემულ თემაზე. ყოველ მოსწავლეს ექნება საშუალება ჩაერთოს დისკუსიაში, გამოთქვას საკუთარი აზრი, დაასაბუთოს საკუთარი მოსაზრება.
 
მსურველებს შეეძლებათ თვალყური ადევნონ სკოლის მიმდინარეობას ლაივ რეჟიმში - თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე - FB თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.

დისკუსიებში ჩართვა შესაძლებები იქნება ტელ.: 597 222 616

ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:  597 222 616; junior@tsu.ge

მის: ჭავჭავაძის გამზ. #1; თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრი (შენობა პირველი კორპუსის ბაღში), მეორე სართული, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.


Print

« იხ. ყველა სიახლე