ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-05-28

საკონსულტაციო შეხვედრა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებთან

სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ა/წ 31 მაისს, 15 საათზე, თსუ პირველი კორპუსში # 115  აუდიტორიაში  აწყობს შეხვედრას დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში,  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) მოხალისე პედაგოგების გაგზავნის მიზნით, აცხადებს კონკურსს.
ხანგრძლივობა: 2012-2013 აკადემიური წელი
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2012 წლის  20 ივნისი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლის/სამცხე-ჯავახეთის/კახეთის რეგიონი
პროგრამის აღწერილობა: პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის გაძლიერება. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და  ერთი აკადემიური წლის მანძილზე იმუშავებენ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობენ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.
პროგრამის მონაწილე მიიღებს ყოველთვიურ ხელფასს. ამას გარდა, ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდები, პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ, მიიღებენ სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილეობა ყველას ჩაეთვლება სკოლაში პედაგოგად მუშაობის სტაჟში. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და რეგიონში დარჩებიან ერთი აკადემიური წლის მანძილზე. სკოლაში გაგზავნამდე, ყველა მონაწილე გაივლის სპეციალურ მომზადებას პედაგოგიკის პრინციპებში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ  არა უგვიანეს 2012 წლის 20 ივნისისა ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge ან www.tpdc.ge
წარმოდგენილი აპლიკაციების განხილვის შემდეგ პროგრამის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან ქართული ენის ტესტს და გასაუბრებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე