ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-01-19

XIII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია: "შეერთებული შტატები და საქართველო: გუშინ, დღეს, ხვალ".

ENG

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი 2012 წლის 17-19 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეცამეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას    "შეერთებული შტატები და საქართველო: გუშინ, დღეს, ხვალ".

კონფერენცია ეძღვნება საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს.

კონფერენციის მიზანი:
    
•    ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესწავლის განვითარება
•    ცოდნის გავრცელება ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ადათ-ჩვევების, ღირებულებების შესახებ.
•    საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.
•    ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.

კონფერენცია მიძღვნილია აშშ-საქართველოს ურთიერთობის 20 წლისთავისადმი. გარდა კონფერენციის მთავარი საკითხისა, წარსადგენი მოხსენებების თემატიკა ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით ყველა სფეროში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.


კონფერენციის გახსნა: 2012 წლის 17 მაისი, 11:00.
მისამართი : დარბაზი # 115, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1,

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
•    მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
•    რეზიუმე (მაქსიმუმ 300 სიტყვა, ქართულად და ინგლისურად)
•    ხელმძღვანელის რეკომენდაცია (მხოლოდ სტუდენტებისათვის)

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud@yahoo.com  არაუგვიანეს 2012 წლის 23 აპრილისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 165, თსუ ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.
ტელ : 225-06-78

Print

« იხ. ყველა სიახლე