ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-02

სტუდენტების საყურადღებოდ!

    გაზაფხულის სემესტრში აკადემიური რეგისტრაციისას საშუალება გეძლევათ ისარგებლოთ სასწავლო კურსების არჩევის ახალი წესით. აკადემიური რეგისტრაციისას ძირითადი სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსებისთვის გაიმიჯნა ადგილების რაოდენობა. მოცემული კვოტის ფარგლებში ამ საგნების არჩევის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კონკრეტული ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელზეც ხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.      სხვა ფაკულტეტის/საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, ვისთვისაც იგივე სასწავლო კურსები წარმოადგენს დამატებითი სპეციალობის საგნებს/თავისუფალ კრედიტებს, გამოეყოფათ ცალკე კვოტა.



Print

« იხ. ყველა სიახლე