ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-06-14

კონსულტაციები საბაკალავრო ნაშრომისა გაფორმებასა და პრეზენტაციის მომზადებაში

როგორ გავაფორმოთ საბაკალავრო ნაშრომი? რა უნდა გავითვალისწინოთ საბაკალავრო ნაშრომის წერითი და ზეპირი პრეზენტაციისას? როგორ ავიცილოთ თავიდან პლაგიატი? როგორ გავმართოთ სამეცნიერო აპარატი?
დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ ამ და სხვა შეკითხვებზე კვალიფიციური პასუხი, გაიარონ კონსულტაციები აკადემიური წერის სპეციალისტებთან. სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ, ასევე, ნაშრომების რედაქტირებასა და კორექტურაში.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონსულტაციებს ჩაატარებს ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი. შეხვედრები სტუდენტებთან გაიმართება ყოველ დღე, 14 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით, 10.00-დან 13.00 საათამდე.

მისამართი: თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, 204-ე აუდიტორია.
Print

« იხ. ყველა სიახლე