ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-14

SKYE კლუბი აცხადებს წევრების მიღებას

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის (SKYE) კლუბი ეხმარება ახალგაზრდებს, რომ მათ განივითარონ უნარები, ქცევები და დამოკიდებულებები ლიდერობის, სოციალური ჩართულობის, მეწარმეობისა და დასაქმების კუთხით, ასევე პროექტის მენეჯმენტის, კომუნიკაციის, ტექნიკური კომპეტენციის, ინოვაციისა და შემოქმედებითობის განვითარების კუთხით, რაც აუცილებელია საზოგადოების განვითარებისათვის.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია “World Vision”-ის მხარდაჭერით.

განაცხადის მიღება იწარმოებს 2016 წლის 12 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით 11 სთ-დან 18 სთ-მდე (კვირა დღის გარდა).

მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი №21 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: info@patriarch.ge (პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ოფისი).

Print

« იხ. ყველა სიახლე