ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-06

იდეების კონკურსი: „ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე“

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო  კამპანიის „ნუ დატოვებ ნარჩენებს -  იზრუნე გარემოზე“   ფარგლებში გთავაზობთ კონკურსს, რომელში მონაწილეობაც მოგცემთ შესაძლებლობას გახდეთ კამპანიის თანაორგანიზატორი.

თქვენ  -   მოიფიქრეთ იდეა, ( ღონისძიება, აქტივობა)  რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტრო  -  დაგეხმარებათ იდეის განხორციელებაში.


კონკურსის პირობები:

კონკურსი  „ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე“ ტარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით და  ორგანიზებით.  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტს. კონკურსში მონაწილეობა  სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად .

კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს/გუნდს გადაეცემა   500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული)

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა  2014 წლის 10 ოქტომბრამდე  უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მონაწილეების შესახებ:   სტუდენტის სახელი  გვარი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის  ნომერი, ფაკულტეტი, კურსის ნომერი,  რომელზეც სწავლობს სტუდენტი, სტუდენტის მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. ინფორმაცია მოწოდებულ უნდა იქნეს შემდეგ ელ-მისამარზე: konkursi@moe.gov.ge  (შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა)


კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

პირველ ეტაპზე  - თქვენ უნდა გადმოგვიგზავნოთ იდეები ელექტრონული სახით.   სამუშაო უნდა იყოს შესრულებული Power point-ში.
მეორე  ეტაპზე -  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართება 5 საუკეთესო იდეის პრეზენტაცია, პირველ ადგილზე გასული დაჯილდოვდება.

პრეზენტაციის დღეს გამოვლინდება  1 გამარჯვებული გუნდი/ სტუდენტი , რომელსაც გადაეცემა  სამინისტროს  მიერ დაწესებული ჯილდო - 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.  სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს გამარჯვებული იდეის განხორციელებას ( სამინისტროს მხირდან შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების მოძიების შემთხვევაში).
გამარჯვებულს  გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება  სამინისტროს თანამშრომლებითა და დამოუკიდებელი  პირებით.

გაითვალისწინეთ:

თქვენ მიერ მოფიქრებული იდეა (ღონისძიება, აქტივობა) განხორციელდება იმ შემთხვევაში  თუ დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: რეალისტური; კრეატიული; ინოვაციური, ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი, რაციონალური ბიუჯეტით . (სამინისტროს მხრიდან შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების მოძიების შემთხვევაში პროექტი უნდა  იყოს ფინანსურად რეალურად განხორციელებადი).  წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო იტოვებს უფლებას თქვენ მიერ მოწოდებული იდეა არ განახორციელოს.

საკონკურსო იდეების მიღების ბოლო ვადაა 27 ოქტომბერი.

დამატებით ინფორმაციას მიიღებთ კამპანიის ფარგლებში შექმნილ  ფეისბუქგვერდზე


Print

« იხ. ყველა სიახლე