ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-16

მეთორმეტე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლოგიკასა და ენაში

12-16 სექტემბერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მეთორმეტე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლოგიკასა და ენაში.

საზაფხულო სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „კურტ გოდელის საზოგადოების“  ხელშეწყობით, ქართველი ლოგიკოსებისა და ლინგვისტების აქტიური მონაწილეობით ჩატარდება. პროგრამის მიზანია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა გაერთიანება და მათ შორის ინფორმაციის გაცვლა.

5-9 სექტემბერს საზაფხულო სკოლასთან მჭიდრო თანაშრომლობით კონფერენცია "დამტკიცებათა თეორია, მოდალური ლოგიკა და რეფლექსიის პრინციპები" გაიმართება. კონფერენცია ეწყობა თსუ ლოგიკოსებისა და დარგის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე