ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-21

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონსულტაციო დღეები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს საკონსულტაციო დღეებს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის საკონკურსო პროგრამებით (ფუნდამენტური კვლევები; გამოყენებითი კვლევები; კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით) დაინტერესებული მეცნიერებისთვის.
 
საკონსულტაციო დღეების განრიგი:
22 აპრილი, 16:00 საათი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
 
26 აპრილი, 16:00 საათი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  G კორპუსის 106-ე აუდიტორია;
 
5 მაისი,  16:00 საათი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
 
10 მაისი, 16:00 საათი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  107-ე აუდიტორია (I კორპუსი);
 
11 მაისი, 14:00 საათი - აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზი;
 
16 მაისი, 16:00 საათი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახ. აუდიტორია (ადმინისტრაციული კორპუსი)

Print

« იხ. ყველა სიახლე