ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-11

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის ,,მცირე პროზა"

ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს რიგით მეცხრე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის ,,მცირე  პროზა”.

კონკურსის პირობები:

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები (მოთხრობა, ნოველა, ესსე, ჩანახატი) ან პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება);
კერძოდ: 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.

კონკურსის ჩატარების ხანგრძლივობა: 2016 წლის 10 თებერვლიდან 16 ივნისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 10 ივნისი;

კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ოტია იოსელიანის სახელობის I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ ,,ანეულსა” და ,,ლიტერატურულ საქართველოში”.

საკონკურსო ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით n.baratashvili_museum@yahoo.com-ზე და ჩაბარდეს 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2016 წლის 10 ივნისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ. 17 ტელ: 2990699, 593148125

ნაწარმოებები მიიღება კვირა-ორშაბათის გარდა 12:00 სთ-დან-17:00 სთ-მდე.

კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.

კონკურსანტმა სასურველია განაცხადოს სხვა ჰობის შესახებ (მუსიკაში,მხატვრობაში...), რათა დაჯილდოების დღეს მათი მონაწილეობით ჩატარდეს კონცერტი,  გამოფენა, მხატვრული კითხვა.                                                              


Print

« იხ. ყველა სიახლე