ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-04

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

2017 წლის 4 ოქტომბრიდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით,  მიმდინარეობს  პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია.

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  აცხადებს მიღებას  შემდეგ პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.ტანსაცმლის დიზაინი (მე-4 საფეხური)
2.კინო-ტელე რეჟისორი (მე-4; მე-5 საფეხური)
3.მასაჟისტი (მე-3 საფეხური, ქ. თბილისი)
4. მასაჟისტი (მე-3 საფეხური, თსუ ქუთაისის სასწავლო ცენტრი)
5.სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი ( მე-4; მე–5 საფეხური);
6.ტურიზმის მენეჯმენტი (მე-4; მე–5 საფეხური);
7.აგროლოჯისტიკის ოპერატორი (მე-4; მე-5 საფეხური, თსუ ქუთაისის სასწავლო ცენტრი).

აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმი www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით. ასევე, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

ინფორმაციისთვის დარეკეთ : 2 25 04 84; 2 25 39 71;





Print

« იხ. ყველა სიახლე