ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-07-20

საზაფხულო სკოლა დოქტორანტებისთვის „აკადემიური ნაშრომის გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ ჟურნალებში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 23-დან 26 ივლისის ჩათვლით (ყოველდღე 09:00-დან 14:00-მდე) დოქტორანტთათვის გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „აკადემიური ნაშრომის გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ ჟურნალებში: პრინციპები და პრაქტიკული რჩევები“. საზაფხულო სკოლას წარუძღვება პრაღის ბიზნეს სკოლის პროფესორი, კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ვადიმ სტრიელკოვსკი.  

საზაფხულო სკოლა ტარდება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პრაღის ბიზნეს სკოლისა და პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის ორგანიზებით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ მეექვსე კორპუსი, 303-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე