ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-08

IED-ის საინფორმაციო შეხვედრა

14 ნოემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება IED – Istituto Europeo di Design -ის საინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრა ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ IED-ის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულ თამარ ჯაგინოვას, და მიიღონ პასუხი IED-ის სასწავლო მიმართულებებთან, სწავლის ფორმატთან, ჩაბარების პროცედურებთან და საერთაშორისო სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომ სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ IED-ის ქართველი კურსდამთავრებულების წარმატების ისტორიებს.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

ინსტიტუტი - ​​Istituto Europeo di Design (IED) დაარსდა 1966 წელს მილანში და ამჟამად იტალიის 7 ქალაქის გარდა, წარმოდგენილია ასევე ესპანეთსა და ბრაზილიაში. ინსტიტუტი მოიცავს შემდეგ 4 მიმართულებას: IED Design, IED Communication, IED Visual Arts და IED Fashion და გააჩნია როგორც საბაკალავრიატო 3 წლიანი პროგრამები, ასევე სამაგისტრო პროგრამები და საზაფლუხო 1-5 კვირიანი კურსები ოთხივე მიმართულებით. დიზაინის მიმართულებით ითვლება ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუდად და მსოფლიოში ცნობილია თავისი "იტალიური დიზაინ ფილოსოფიით".

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე