ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-01-16

კონკურსი ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის მაგისტრანტებისთვის

ცხადდება კონკურსი ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  I კურსის მაგისტრანტებისათვის (200 ლარი თვეში ერთი წლის ვადით).

სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება
2. CV
3. აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან)
4. პროფესორის სარეკომენდაციო წერილი
5. ერთი ნაშრომი (ლიტერატურული ნაწარმოები, თარგმანი ან სამეცნიერო სტატია), რომელიც, მაგისტრანტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით ან შემოქმედებით უნარებს.

საბუთები მიიღება 2014 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით 10. 00-დან 17.00 საათამდე თსუ I კორპუსის 208-ე ოთახში.


Print

« იხ. ყველა სიახლე