ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-17

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია - ჯავახიშვილი 140

ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი სამეცნიერო კონფერენციას მართავს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 2015 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვკევითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კვლევები და ფაკულტეტის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტების ანგარიშები.

კონფერენცია იხსნება 25 თებერვალს, 11:00 საათზე, თსუ 1–ლი კორპუსის 318–ე აუდიტორიაში.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე
Print

« იხ. ყველა სიახლე