ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-18

„ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე და სემინარი

30 მაისს, 09:00 საათზე, გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე და სემინარი (სამუშაო შეხვედრა) საქართველოს მეცნიერთათვის და პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP).  

მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ხელი მოაწერეს ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში ,,ჰორიზონტი 2020“ საქართველოს ასოცირების შეთანხმებას“.
 
საინფორმაციო დღის მიზანია საქართველოს მეცნიერთათვის პრაქტიკული  ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ღონისძიებაზე მოწვეულები არიან ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ევროკომისიიდან. საინფორმაციო დღეზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
ღონისძიება დაგეგმილია ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის  (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP ფარგლებში.
 
იხილეთ საინფორმაციო დღისა და სემინარის პროგრამა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საინფორმაციო ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე.

შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური.

ღონისძიება ჩატარდება ქ. თბილისში, სასტუმროში ,,Holiday Inn Tbilisi", საკონფერენციო დარბაზში Adjara Conference Hall
მისამართი: 26 მაისის მოედანი N1, თბილისი, საქართველო



Print

« იხ. ყველა სიახლე