ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-11

დაზღვევის მსურველთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,ქართუ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები, და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები  2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან.

შტატგარეშე თანამშრომლებს (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პერსონალს) შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით, რისი საფასურიც (40 ლარი და  69  თეთრი) დაიქვითება ხელფასიდან.

უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები ასაკის შეუზღუდავად, მშობლები 65 წლამდე),  ამ შემთხვევაში  შესაბამის თანხას (34 ლარი და  59 თეთრი)  იხდის მსურველი.

ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად შტატგარეშე თანამშრომლებმა და ოჯახის წევრების დაზღვევის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 23 იანვრისა. ვისაც სურს მომსახურების მიღება 2015 წლის პირველი იანვრიდან, განაცხადი უნდა შემოიტანოს არაუგვიანეს 2014 წლის 23 დეკემბრისა. ხოლო 2014 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული განცხადებები დაკმაყოფილდება 2015 წლის პირველი თებერვლიდან.
დაზღვევის მსურველებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ: პირადობის მოწმობის ასლი;  ოჯახის წევრების დაზღვევის შემთხვევაში – ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის           დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა, ხოლო მსობლების დაზღვევის შემთხვევაში - საკუთარი დაბადების მოწმობა) ასლები.

P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება (დანართი) ან მიმართეთ პერსონალის მართვის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს. (577 244 123)

სადაზღვევო კომპანიის ცხელი ხაზი: 2 23 03 03, საღამოს საათებში და დასვენების დღეებში შეგიძლიათ დარეკოთ  მობილურის ნომერზეც: 591 10 25 05

ექიმების მუშაობის განრიგი

პროვაიდერების სია


სადაზღვევო პაკეტი


დანართი №1

დანართი №2

დანართი №3














Print

« იხ. ყველა სიახლე