ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-05-28

ელენე დოჩანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია – ბიბლია - ტექსტი და თარგმანი

ახალგაზრდა მეცნიერებს ვიწვევთ ქართველი არმენოლოგის, ბიბლიის ტექსტის მკვლევარის, ელენე დოჩანაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის თემა იქნება: ბიბლია - ტექსტი და თარგმანი

ორგანიზატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (აღმოსავლეთმცოდნეობისა და ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტები)

ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი;
ჩატარების თარიღი:  2014 წლის 27-28  ნოემბერი,
სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, რუსული;
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 20 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
 
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გამოაგზავნოთ 2014 წლის  15 ოქტომბრამდე  შემდეგ მისამართზე  natia.chantladze@tsu.ge
 
განაცხადის ფორმა:
კონფერენციის მონაწილის პირადი მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია,
მოხსენების სათაური;
 
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს,  მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გაცნობებათ 2 014 წლის 1 ნოემბერს
 

Print

« იხ. ყველა სიახლე