ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-02-03

„ისწავლე ესტონეთში“ ინფო-სესია თსუ-ში

12 თებერვალს გაიმართება ინფო-სესია „ისწავლე ესტონეთში“ ესტონეთის უნივერსიტეტების, სტიპენდიების და უფასო ფაკულტეტების შესახებ.

დღის განრიგი:
11:30-13:00 საათზე  "ისწავლე ესტონეთში"-ის, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლები გამართავენ გამოფენას თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია და მასალები ესტონეთის უნივერსიტეტების და სტიპენდიების შესახებ.

13:00-14:00 საათზე  ესტონეთში სწავლის შესახებ გაიმართება მოკლე პრეზენტაცია თსუ-ს პირველ კორპუსში, 107-ე აუდიტორიაში.


Print

« იხ. ყველა სიახლე