ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-10

დასაქმების შესაძლებლობა მაგისტრანტებისთვის!

12 აპრილს,  16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება შეხვედრა  აიპ „თქვენთვის ვიცოცხლებ“ -ის  წარმომადგენელთან.

ქ. ქარელში, წმ. პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტრის კუთვნილ შენობაში იხსნება დღის ცენტრი, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები გაივლიან საგნობრივ მომზადებას.  ცენტრს სჭირდება თითქმის ყველა საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხო ენა - ინგლისური და ა.შ.)  მასწავლებელი. მასწავლებლად მოიაზრებიან მაგისტრატურის სტუდენტები შესაბამისი საგნების სასწავლებლად. სტუდენტებს აუნაზღაურდებათ გზის, კვების, საცხოვრებელი ხარჯები.  შედგება სპეციალური ცხრილი, რომლის მიხედვითაც თითოეული საგნის სპეციალისტს კვირაში ორი დღის გატარება მოუწევს დღის ცენტრში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მობრძანდეთ შეხვედრაზე და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე