ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-02

პრაქტიკული თურქული ენის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

22 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით, ათათურქის უნივერსიტეტი (ქ. ერზურუმი) ორგანიზებას უწევს პრაქტიკული თურქული ენის მეშვიდე ზამთრის სკოლას, რომლის წარმატებით  დასრულების შემდეგ სტუდენტები დააგროვებენ 3 კრედიტს.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა თსუ-ს ორ სტუდენტს, რომლებიც სწავლობენ თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ან არჩეული აქვთ თსუ ენების ცენტრის მიერ შეთავაზებული თურქული ენის სასწავლო კურსი.

სწავლის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე, მგზავრობის თანხას და დაზღვევის საფასურს იხდის სტუდენტი.   

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში 5 თებერვლის ჩათვლით 17.00 საათამდე. რეგისტაციისას კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

•    ავტობიოგრაფია (CV) თურქულ ან ქართულ ენაზე;
•    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•    სტუდენტის აკადემიური მოსწრების (CPA) დამადასტურებელი დოკუმენტი;
•    ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
•    რეკომენდაცია ქართულ ან თურქულ ენაზე;
•    კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკონკურსო დოკუმენტაციას ჩაიბარებს ასოცირებული პროფესორი ელისაბედ ბჟალავა
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
თსუ-ს პირველი კორპუსი
ოთახი №121

Print

« იხ. ყველა სიახლე