ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-14

სტუდენტთა II საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია

15 დეკემბერს, 10:00 საათზე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა II საფაკულტეტო  სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საზოგადოებრივი გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოცილოგია და სოციალური მუშაობა.

კონფერენცია 17 დეკემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

მონაწილე და გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატებს გადასცემს ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ დოლბაია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 06

იხილეთ პროგრამა
Print

« იხ. ყველა სიახლე