ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-01-26

თსუ-ს ინგლისურენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ

2017/2018 სასწავლო წლის თსუ-ს ინგლისურენოვან  გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, სავალდებულო ინსტიტუციონალური ენის (ინგლისური B2) ტესტირებაზე დასარეგისტრირებლად 2017 წლის  2 თებერვლის 18 საათამდე  უნდა გამოგზავნონ ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე: languagetest@tsu.ge
•მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი.
•მეილის ტექსტში მიუთითეთ, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, საკონტაქტო მობილურის ნომერი.

ტესტის ჩაბარების უფლება აქვთ თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებს!

ტესტირება გაიმართება 2017 წლის 9 თებერვალს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

გთხოვთ, ტესტირებაზე აუცილებლად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!


შენიშვნა: ტესტირება არ ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც 2016 წლის 12 ოქტომბერს დაწერეს ინსტიტუციონალური ტესტი (ინგლისური B2) და მიიღეს 81-ი ქულა და ზემოთ.
Print

« იხ. ყველა სიახლე