ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-30

„თსუ დესპანის“ პროექტში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ატარებს საინფორმაციო კამპანიას აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით. თქვენი ჩართულობა და აქტიურობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას ამ მიმართულებით და დაეხმარება მათ მოსალოდნელი ზარალის შემცირებაში.

დაინტერესებულ სტუდენტებს თსუ საბავშვო უნივერსიტეტი იწვევს ოთხშაბათს, 6 დეკემბერს, 18.00 სთ-ზე, თსუ I კორპ. ეზოში, უწყვეტი განათლების ცენტრში (სასადილოს შენობის II სართული).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: junior@tsu.ge | 597 222 616
Print

« იხ. ყველა სიახლე