ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-15

შეხვედრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ციფრულ კამპუსში „რატომ ავირჩიოთ ფრანგული ენა კარიერული წინსვლისთვის? “

21 დეკემბერს, 18 საათზე,  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ციფრულ კამპუსში გაიმართება შეხვედრა თემაზე „რატომ ავირჩიოთ ფრანგული ენა კარიერული წინსვლისთვის?“, სადაც წარმატებული ფრანკოფონები საკუთარი წარმატების ფორმულას გაუზიარებენ სტუდენტებს.

შეხვედრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რომანული ფილოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებულები სტუდენტებს გააცნობენ საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას და კარიერულ მიღწევებს, რათა უფრო მეტი სტიმული შესძინონ მათ არჩევანს, იყვნენ ფრანკოფონები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ქართველი ფრანკოფონებიც, რომლებიც წარმოაჩენენ ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს როლს თავიანთ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში.

შეხვედრის დასასრულს გაიმართება კოქტეილი, რაც კოლეგებს თავიანთი გამოცდილების არაფორმალურ გარემოში ურთიერთგაზიარების საშუალებას მისცემს.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა: tamar.garibashvili@auf.org, ტელ: 577 406773

მისამართი: ფრანკოფონიის ციფრული კამპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 36 (თსუ V კორპუსი, აუდ. 309)


Print

« იხ. ყველა სიახლე