ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-04

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის "მცირე პროზა”

ქალაქ თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს რიგით 7-ე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის "მცირე  პროზა”

კონკურსის პირობები:
ბოლო პერიოდის ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველა, ესე, ჩანახატი (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება).

1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტესს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.
ჩატარების თარიღი - 2014 წლის 10 თებერვლიდან 15 მაისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 10 მაისი; 15 მაისს მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.

გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში” და "ჩვენ მწერლობაში”. წელს დაიშვება გამონაკლისი იმ კონკურსანტებისთვის, რომლებიც მუშაობენ პუბლიკაციებზე. ჟიურის მიერ განიხილება მათი ნაწერებიც.

საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს მისამართზე: n.baratashvili_museum@yahoo.com   და ჩაბარდეს 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2014 წლის 10 მაისამდე.
მისამართი: ჩახრუხაძის 17 ტელ :2 99 06 99, 893 14 81 25 კვირა-ორშაბათის გარდა.

კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.

Print

« იხ. ყველა სიახლე