ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-06

საერთაშორისო განათლების სკოლის გაცვლითი პროგრამა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის

Hangzhou Dianzi University (Zhejiang Province, China)-ის საერთაშორისო განათლების სკოლა აცახდებს მიღებას თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე , მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ერთსემესტრიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე

მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია მხოლოდ უფასო სწავლება, საერთაშორისო ტრანსპორტირებისა და ცხოვრების  ხარჯები სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 20 ივნისამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: პასპორტის ასლი,  ამონაწერი სასწავლო ბარათიდან, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან/და თსუ ინგლისური ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი 2015 წლის 15 ოქტომბერი/ 17 ნოემბერი, 2016 წლის 2 მარტი ) შემდეგ ელ. ფოსტაზე: lela.katsadze@tsu.ge

დამატებით ინფორმაციას აღნიშნული უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ დანართში
Print

« იხ. ყველა სიახლე