ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-25

სამეცნიერო თემაზე შექმნილი ფოტოკონკურსი

სამეცნიერო თემაზე შექმნილ ფოტოკონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ყველა მსურველისათვის.  გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში:
კონკურსანტები რეგისტრაციას გაივლიან მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (http://tbilisisciencefestival.ge), სადაც განთავსდება აპლიკაციის ელექტრონული ფორმა. ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელი იქნება  2017 წლის 19 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 24:00 საათის ჩათვლით.

თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში სამეცნიერო ცხოვრების ამსახველი 1 ფოტოსურათი ან რამდენიმე ფოტოსურათისაგან (მაქსიმუმ 5 ფოტო) შემდგარი სერია; ფოტოსურათი შესრულებული უნდა იყოს 2-5 მეგაბაიტი ზომის JPG ფორმატში. TIFF-ის ფორმატის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ მხოლოდ ეს უკანასკნელი.

კონკურსი მოიცავს ორ შესარჩევ ეტაპს. პირველ ეტაპზე გამოვლენილი საუკეთესო  ნამუშევრები მომზადდება საექსპოზიციოდ და გამოიფინება სამეცნიერო ფესტივალის მსვლელობის დროს.  

ფოტოები შეფასდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით:
კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კონკურსანტს გადაეცემა ფულადი ჯილდო 1000 ლარი.
 
დაინტერესებისა და კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ნინი ქუთელია 577 19 12 82;
Print

« იხ. ყველა სიახლე