ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-07-22

ბათუმის საზაფხულო სკოლა თემაზე "კორპუსის ლინგვისტიკა და ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემები"

24-აგვისტო - 1 სექტემბერი, 2013 წელი

24 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში   საზაფხულო სკოლა კორპუსის ლინგვისტიკასა და ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემების თემაზე გაიმართება.

ბათუმის საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს სალექციო კურსებს კორპუსის ლინგვისტიკაში (პროფ. მანანა თანდაშვილი, პროფ. მარინე ბერიძე, დოქ, ზაქარია ფურცხვანიძე, ლელა სამუშია), ვორკშოფს (პროფ. იოსტ გიპერტის, პაულ მოირერი) და სალექციო კურსებს ქართველოლოგიის სპეციალურ პრობლემებზე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის გადასახადია 100 ლარი, რომელშიც შედის 10-დღიანი სალექციო კურსი და ვორკშოფი უცხოელი მეცნიერების პროფ. იოსტ გიპერტისა (ფრანკფურტის უნივერსიტეტი) და პაულ მოირერის (ბერგენის უნივერსიტეტი) მონაწილეობით, ერთჯერადი კვება და ექსკურსია.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს კორპუსულ კვლევაზე დამყარებული სამეცნიერო მოხსენების მომზადება საზაფხულო სკოლის პროგრამის ფარგლებში.


24 ივლისს, 15.00 საათზე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 206-ე აუდიტორიაში, საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდება ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი.

შეხვედრაზე დასწრება სავალდებულოა.

ბათუმის საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო კომიტეტი
Print

« იხ. ყველა სიახლე