ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-10

პროექტი ,,თსუ დესპანი 2016" იწყება

პროექტი ,,თსუ დესპანი 2016" იწყება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც იმყოფება პირველ და შემდეგ სემესტრში და აქვს სურვილი უნივერსიტეტის შესახებ მშობლიურ სკოლაში წაიკითხოს გაცნობითი ხასიათის ლექცია-მოხსენება.

რეგისტრაციის ვადებია: 10 ნოემბერი -10 იანვარი (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტების  გარდა)

პრეზენტაციის ჩატარების ვადებია: 5 თებერვალი - 5 მარტი

პროექტში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი, სადაც განხილული იქნება ის საკითხები, რომელზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს მონაწილის მიერ. ტრეინინგის დროს დაურიგდებათ უნივერსიტეტის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები.

პროექტში მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ იხილეთ ბმული.

Print

« იხ. ყველა სიახლე