ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-12-29

კონკურსი გრიგოლ კიკნაძისა და გივი გაჩეჩილაძის სახელობის სამეცნიერო პრემიების მოსაპოვებლად

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია  (GCLA) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გრიგოლ კიკნაძისა და გივი გაჩეჩილაძის სახელობის სამეცნიერო პრემიების მოსაპოვებლად. პრემიები ორ წელიწადში ერთხელ ენიჭება საქართველოს  უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სხვა დაწესებულებებში მომუშავე  მეცნიერებს თვალსაჩინო ნაშრომისათვის ლიტერატურისმცოდნეობის სფეროში და ამავე დარგში შესრულებული საუკეთესო სამეცნიერო თარგმანისათვის.

 „გრიგოლ კიკნაძის სახელობის პრემია“ გაიცემა ორ ნომინაციაში:
ა) სამეცნიერო მონოგრაფია;
ბ) სამეცნიერო სტატია;

„გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემია“ გაიცემა ორ ნომინაციაში:
ა) სამეცნიერო თარგმანი (ქართულიდან უცხო ენაზე)
ბ) სამეცნიერო თარგმანი (უცხო ენიდან ქართულ ენაზე)

პრემიის მოსაპოვებლად  შეიძლება წარმოდგენილ იქნას ბოლო 2 წელიწადში (2013-2014 წ.წ.) გამოცემული შრომები.
პრემიის მოსაპოვებლად ნაშრომის წარმოდგენა შეუძლია:
ა) ავტორს;
ბ) გამომცემლობას;
გ) ორგანიზაციას.

პრემიების მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი (სამ ცალად);
ბ) ავტორის (ან ავტორთა) კალენდარული ავტობიოგრაფია (CV)

საკონკურსოდ შემოსულ ნაშრომებს აფასებს ანონიმური კომისია, რომელიც დარგის ექსპერტებისგან (სულ –ხუთი წევრი) შედგება.
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა, მხარდაჭერის ნიშნად, საპრემიო კომიტეტს გამოუყო სივრცე. ამიტომაც პრემიაზე წარსადგენი ნაშრომების დატოვება მსურველებს სწორედ ინსტიტუტის შენობაში შეეძლებათ.

მასალები მიიღება 2015 წლის 12 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით, მისამართზე: კოსტავას ქ. 5, მე-2 სართული (მედეა მუსხელიშვილთან ან მარიამ ნებიერიძესთან)

პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება მაისში. გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი პრემიები და ფულადი ჯილდო.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის პრემიის დებულება (http://geclaorg.ge/premia.pdf)
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geclaorg@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე