ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-09

პროფესორ გერი სიმფსონის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

პროფესორი გერი სიმფსონი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის კენეტ ბეილის კათედრას მელბურნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ის არის საერთაშორისო სამართლის მოწვეული პროფესორი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE)  სადაც ის ხელძღვანელობდა კათედრას 2009 წლამდე.

http://www.lse.ac.uk/collections/law/staff/gerry-simpson.htm

http://www.law.unimelb.edu.au/melbourne-law-school/community/our-staff/staff-profile/username/Gerry%20Simpson/Pub/1
   
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს აქვს პროესორ სიმფსონთან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება როგორც მისი ვიზიტებისა და ლექციების ჩატარების სახით, ასევე საერთაშორისო საჯარო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიური განვითარების მიმართულებით.

16 ივნისის კვირის განმავლობაში პროფესორი სიმფსონი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვევით მისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი ვიზიტის ფარგლებში წაიკითხავს ლექციათა სერიას საერთაშორისო საჯარო სამართლის შემდეგ საკითხებზე:

1.    საერთაშორისო სამართალი
2.    ძალის გამოყენება და საერთაშორისო სამართალი
3.    ცივი ომი და საერთაშორისო სამართალი
4.    საერთაშორისო სისხლის სამართალი

 
ყოველი წლის 17 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აღნიშნავს საერთაშორისო მართლმსაჯულების მსოფლიო დღეს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების დღე, რამეთუ ეს დღე მსოფლიოში აღიარებულია საერთაშორისო სისხლის მართმსაჯულების სისტემის დაბადების დღედ. 17 ივლისი ასევე არის რომის სტატუტის (მრავალმხრივი ხელშეკრულება რომლითაც დაფუძნდა საერთაშორისო სისხლის სასამართლო) მიღების თარიღი.   

საერათაშორისო სისხლის მართლმსაჯულების აკადემიურ დონეზე გაანალიზების მიზნით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულებასა და ადამიანის სისატკისისაგან დაცვასთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 ივლისს საზეიმოდ აღნიშნავს ამ თარიღს.    
 
2014 წლის 17 ივლისის ღონისძიების აღსანიშნავად გთავაზობთ შემდეგ საკითხებს:

•    შეწყალება და საერთაშორისო სისხლის სამართალი
•    საერთაშორისო ორგანიზაციების/მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობა საერთაშორისო დანაშაულების ჩადენისათვის
•    გარდამავალი მართლმსაჯულება
 
16 ივნისის კვირაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოეწყობა სამუშაო შეხვედრა 17 ივლისის ღონისძიებისთვის მოსამზადებელი დამუშავების ეტაპზე მყოფი საკონფერენციო მასალების განსახილველად. სამუშაო შეხვედრის მთავარი მომხსენებელი იქნება პროფსორი სიმფსონი.     

 
შერჩეული ნაშრომები შევა 2014 წლის 17 ივლისის კონფერენციის პროგრამაში.

პროფესორ სიმფსონის ლექციებზე და სამუშაო შეხვედრაზე დარეგისტრირების მსურველებმა გთხოვთ მოგვწეროთ:  

 
ketevan.khutsishvili-law@tsu.ge
 
მონაწილეობის წინაპირობაა ინგლისურის კარგი ცოდნა.

დამუშავების ეტაპზე მყოფი საკონფერენციო მასალების განსახილველ სამუშაო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ მოგვწეროთ თქვენს მიერ შერჩეული სათაური ზემოხსენებული საკითხებიდან.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე ზემოჩამოთვლილი სამი საკითხიდან ერთ ერთი საკითხი შესაძლოა მოიცავდეს:
 
თქენს კვლევით გეგმასთან დაკავშირებულ მასალებს, კერძოდ კვლევითი წინადადება, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს კვლევით კითხვებს, მეთოდოლოგიას და ა.შ.; მასალებს რომლებიც უკვე განხილვის პროცესშია, წერის პროცესში მყოფ სამეცნიერო სტატიის ან წიგნის თავს; აკადემიურ კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომის შავ ვერსიას; სადოქტორო დისერტაციის მონახაზს, სადოქტორო დისერტაციის თავებს (შავი ვერსია) და ა.შ. ან   

ნებისმიერ სხვა არსებით აკადემიურ ნაშრომს, რომელზედაც თქვენ ამჟამად მუშაობთ. გთხთოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთმა მასალამ უნდა მნიშვნელოვნად გაამდიდროს თქვენი აკადემიური საქმიანობა.

სავალდებულო არ არის, რომ აღნიშნულ ნაშრომებზე მუშაობა დამთავრდეს 16 ივნისის კვირის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში. ზუსტი თარიღი ეცნობებათ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებს.  


Print

« იხ. ყველა სიახლე