ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-03

თსუ-ს სტუდენტების საყურადღებოდ!

მიმდინარეობს თსუ-ს სტუდენტების რეგისტრაცია პროექტ ,, TSU School of Entrepreneurship”–ში მონაწილეობის მისაღებად.  რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტორნულ ფორმატში შემდეგ ბმულზე: http://www.tsu-entrepreneurship.com/apply. რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2013 წლის 12 დეკემბერი.  

პროექტი ხორციელდება ესტონური კომპანიის BDA Consulting-ის (www.bda.ee) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ტრენინგ–პროგრამების საშუალებით თსუ სტუდენტების მომზადებას მცირე ბიზნესის განსავითარებლად. პროექტში მონაწილე სტუდენტები უცხოელი ტუტორებისა და დარგობრივი ექსპერტების მენტორობით დაეუფლებიან მცირე ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევებს და მიიღებენ სათანადო სერთიფიკატს. ამასთანავე, წარმატებული ბიზნეს-გეგმის ავტორები 10 დღით გაემგზავრებიან ესტონეთში, ხოლო გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით 2500 ლარის ოდენობით. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებს. მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

პროექტის შესახებ  ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://www.tsu-entrepreneurship.com და Facebook-ის გვერდს: https://www.facebook.com/TSUentrepreneurship. ასევე, იხილეთ პროექტის შესახებ ვიდეო რგოლი Youtube-ზე: http://www.youtube.com/TSUentrepreneurship.



Print

« იხ. ყველა სიახლე