ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-10-29

ჰუმანიტარული მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეთა საყურადღებოდ!

თუ გაინტერესებთ ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, უცხოური ენები, არქეოლოგია, კულტუროლოგია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვა სპეციალობა, გვეწვიეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ღია კარის დღეზე.

შეხვედრა გაიმართება შაბათს, 2 ნოემბერს, 15.00 საათზე;

საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ისაუბრებს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე.
დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ჭავჭავაძის № 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №206


Print

« იხ. ყველა სიახლე