ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-24

მცირე გრანტების კონკურსი თანამედროვე ხელოვნების სფეროში

შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით აცხადებს განაცხადების მიღებას მცირე გრანტების კონკურსისთვის თანამედროვე ხელოვნების სფეროში.
 
მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კრეატიული და ინოვაციური პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას.
 
კონკურსში განაცხადების შემოტანა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე კერძო პირებსაც.
 
პროექტისთვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3,500 შვეიცარულ ფრანკს და მისი განხორციელების პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს ექვს თვეს. პროექტის დაწყება შესაძლებელი იქნება განაცხადების მიღების ბოლო ვადიდან მინიმუმ 30 დღის შემდეგ.
 
ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 24 იანვრის 24:00 საათი. ქართულ ან ინგლისურ ენებზე შევსებული ფორმა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: tamarjanashia@cumalab.com
 
დამატებითი კითხვების ან კონსულტაციის გავლის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 555 23 15 77 (თამარ ჯანაშია).
 
კონკურსი ტარდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის" ფარგლებში. პროექტის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.


 
Print

« იხ. ყველა სიახლე