ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-10-12

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის - "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის ღია კარის დღე

18 ოქტომბერს, 14 საათზე თსუ მაღლივი კორპუსის 206 - აუდიტორიაში ჩატარდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის ღია კარის დღე.
ვიწვევთ VIII-XII კლასის მოსწავლეებს, ვისაც სურვილი აქვს გაეცნოს ეკონომიკისა და ბიზნესის მეცნიერებას, შეიძინოს ცოდნა საქმიანობის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის სკოლებში გაწევრიანება ყველა მსურველისათვის თავისუფალი და უსასყიდლოა.

ჩაერთეთ "ნორჩი ეკონომისტის" სკოლის საინტერესო მუშაობაში!

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი, რექტორის მრჩეველი
მარინა ლომოური
"ნორჩი ეკონომისტის" სკოლის კოორდინატორი მარი უკლება
საკონტაქტო ტელ.: 230–35–61
Print

« იხ. ყველა სიახლე