ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-09-28

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ შეხვედრა სტუდენტებთან!

3 ოქტომბერს, 13:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაზღვევო კომპანია ალდაგის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენლები და გაყიდვების მიმართულების სპეციალისტები ჩაატარებენ შეხვედრას სტუდენტებთან.

შეხვედრაზე გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას სააგეტოს ქსელში, სადაზღვევო აგენტის/პრომო აგენტის პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობის შესახებ: ფუნქცია-მოვალეობებზე, დაწინაურებისა და წინსვლის პერსპექტივაზე, ასევე სამუშაო საათებზე, რომელიც სრულად მორგებულია სტუდენტების სწავლის გრაფიკზე.

შეხვედრაზე გიწვევთ ნებისმიერი კურსის და მიმართულების სტუდენტებს.

მისამართი: თსუ, უნივერსიტეტის ქ. #2, მე-10 კორპუსი (მაღლივი), 206-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე