ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-10-18

სტუდენტური კონკურსი „თეთრ-წითელი არწივი“

პოლონეთის საელჩოს პატრონაჟით

ცხადდება კონკურსი პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 93-ე წლისთავთან დაკავშირებით. პოლონეთის ისტორიის შესახებ გაიმართება საღამოეები, რომლებსაც წარუძღვებიან პოლონელი და ქართველი ისტორიკოსები. ბოლო შეხვედრის შემდეგ ჩატარდება კონკურსი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი.

ორგანიზატორები:
  1. Stacja Kaukaska Studium Europy Wschodniej UW
    ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიის კვლევის ცენტრი.
  2. Ambasada Rzeczypospolitej Polskiej w Tbilisi
    პოლონეთის საელჩო საქართველოში.
  3. Związek Kulturowo – Oświatowy Polaków w Gruzji „Polonia”
    საქართველოს პოლონელთა კულტურულ - საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“.
  4. Centrum Polonistyki na Uniwersytecie im. I. Dżawachiszwili w Tbilisi
    პოლონისტიკის ცენტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ მისამართზე: caucasus.studium@uw.edu.pl და გრძელდება 25 ოქტომბრამდე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ზემოთ აღნიშნულ მეილზე ან მობრძანდით:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი. ჭავჭავაძის გამზირი 3
II კორპუსი, ოთახი 161

ორშაბათი 11.00 – 14.00, ოთხშაბათი 12.00 – 16.00, პარასკევი 12.00 – 15.00

ტელ. 593 136 190    
Print

« იხ. ყველა სიახლე