ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-01-28

კონფერენცია „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის - DOIT“

2014 წლის 3–5 თებერვალს  ტემპუსის პროექტის – „ კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის - DOIT“ – კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ეძღვნება უმაღლეს სასწავლებლებში მულტიკულტურული განათლებისათვის პროფესორ–მასწავლებელთა ტრენინგს, ასევე,  პროექტის ფარგლებში მომზადებული კურსების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობასა და დისსემინაციას. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ პროექტის ისრაელელი და ქართველი მონაწილეები. კონფერენცია ღიაა და მასზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

დაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის პროგრამის შესახებ იხ. თანდართულ ფაილში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №212

Print

« იხ. ყველა სიახლე