ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-06

სალერნოს უნივერსიტეტის (იტალია) საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიები 2016/2017 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების და განათლების მიმართულების ბაკალავრიატის მეორე, მესამე და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის სალერნოს უნივერსიტეტში (web.unisa.it/en/international) ერთი სემესტრით სწავლის უფლების მოსაპოვებლად.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 14 დეკემბერის 16 საათამდე
      
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ენის  ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
პასპორტის ასლი;
CV (იტალიურ ენაზე);
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე);
მოტივაციის წერილი (იტალიურ ენაზე, 3 ეგზემპლარად);
სარეკომენდაციო წერილი (იტალიურ ენაზე).

სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@tsu.ge კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ: განაცხადი - სალერნოს უნივერსიტეტი. თითეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

მიმღები უნივერსიტეტი კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს:
•უფასო სწავლა
•ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ: თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს
ელ. ფოსტა: lela.katsadze@tsu.ge
ტელ: (995 32) 250212


შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!


Print

« იხ. ყველა სიახლე