ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-01-29

სასწავლო პროგრამები ესტონეთში

16 თებერვალს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისში ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტის  ფარგლებში მოეწყობა შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრაზე უცხოეთში სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სასწავლო პროგრამებს, მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.
 
ამჟამად, ესტონეთში მრავალი ქართველი სტუდენტი სწავლობს სრული დაფინანსებით. საბუთების მიღების პროცესი მომდევნო სასწავლო წლისთვის აქტიურად მიმდინარეობს. არ გაუშვათ შანსი პირადად შეხვდეთ წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ესტონეთში სწავლის შესახებ.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრას დაესწრებიან წარმომადგენლები შემდეგი ესტონური უნივერსიტეტებიდან:
 
ტალინის უნივერსიტეტი (www.tlu.ee);
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (www.ttu.ee);
ტარტუს უნივერსიტეტი (www.ut.ee).
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
კაროლინ მაგი, ტალინის უნივერსიტეტი (magika@tlu.ee);
კეიტ კიისელი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (keit.kiissel@ttu.ee);
ალექსანდრე ჩანადირი, ტარტუს უნივერსიტეტი (alexander.chanadiri@ut.ee).

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია # 107
Print

« იხ. ყველა სიახლე